Loading data...
ტრამპი: იქნებ შეგვემოწმებინა ნატო, გამოგვეყენებინა მე-5 მუხლი და ჩამოგვეყვანა აქ, რათა ჩვენი სამხრეთ საზღვრები არალეგალი მიგრანტების შემოსევებისგან დაეცვა

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი ნატოს შეერთებულ შტატებში ჩასვლას და სამხრეთ საზღვრის არალეგალი მიგრანტებისგან დაცვას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს. 

„იქნებ შეგვემოწმებინა ნატო: გამოგვეყენებინა მე-5 მუხლი და ნატო ჩამოგვეყვანა აქ, რათა ჩვენი სამხრეთ საზღვრები არალეგალი მიგრანტების შემოსევებისგან დაეცვა და ამით სასაზღვრო პატრულის თანამშრომლები ჩაენაცვლებინა, რათა მათ სხვა ამოცანები შეესრულებინათ“, - აცხადებს ტრამპი.