Loading data...
ტრამპი: ჰუსიტების“ არჩევანი ნათელია: ამერიკული გემების წინააღმდეგ სროლა შეწყვიტეთ და ჩვენ თქვენს წინააღმდეგ სროლას შევწყვეტთ

„ჰუსიტების“ წინააღმდეგ ჩვენი შეტევები გაგრძელდება, ვიდრე ისინი ნავიგაციის თავისუფლებას საფრთხეს აღარ შეუქმნიან“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს

„ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტი“ ტერორისტები ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი დარტყმების შედეგად განადგურდნენ. მათი ბევრი მებრძოლი და ლიდერი უკვე ჩვენთან აღარ არის. ჩვენ მათ ყოველდღე და ყოველ ღამე ვურტყამთ - უფრო და უფრო ძლიერად.

ჩვენი შეტევები გაგრძელდება, ვიდრე ისინი ნავიგაციის თავისუფლებას საფრთხეს აღარ შეუქმნიან. „ჰუსიტების“ არჩევანი ნათელია: ამერიკული გემების წინააღმდეგ სროლა შეწყვიტეთ და ჩვენ თქვენს წინააღმდეგ სროლას შევწყვეტთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ და ნამდვილი ტკივილის მიყენება ჯერ კიდევ წინ არის, როგორც „ჰუსიტებისთვის“, ასევე, ირანში მათი სპონსორებისთვის“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.