1769028860
უცხოეთი
ტრამპი გრენლანდიის შესახებ ჩარჩო შეთანხმებაზე: ფანტასტიურია, აშშ მიიღებს ყველაფერს, რაც გვსურდა - ეს გრძელვადიანი გარიგებაა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა გრენლანდიის შესახებ ჩარჩო შეთანხმებაზე.
„ეს მართლაც ფანტასტიურია. აშშ მიიღებს ყველაფერს, რაც გვსურდა, მათ შორის რეალურ ეროვნულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ეს გრძელვადიანი გარიგებაა. ეს არის საუკეთესო გრძელვადიანი გარიგება. და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველას ძალიან კარგ მდგომარეობაში აყენებს“, - განუცხადა ტრამპმა CNN-ს.
Trump on his Greenland deal:
— Clash Report (@clashreport) January 21, 2026
It is really fantastic. The U.S. gets everything we wanted, including real national security and international security. pic.twitter.com/R4UEe6zxoH