1768895673
უცხოეთი
ტრამპი გრენლანდიაზე: ის, რომ 500 წლის წინ იქ ნავი მივიდა და უკან გაბრუნდა, არ გაძლევთ საკუთრების უფლებას
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჟურნალისტებთან საუბრისას გრენლანდიის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დანიას არ აქვს უფლება კუნძული მიისაკუთროს მხოლოდ იმის გამო, რომ 500 წლის წინ გრენლანდიის სანაპიროებს მათი ნავი მიადგა.
„არ მგონია, რომ მათ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიონ. მისმინეთ, ჩვენ ის [გრენლანდია] გვჭირდება. ის ფაქტი, რომ 500 წლის წინ იქ ნავი მივიდა და უკან გაბრუნდა, არ გაძლევთ საკუთრების უფლებას“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.