1768399996
უცხოეთი
ტრამპი გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატოს მიმართავს: უთხარით დანიას, გააძევოს რუსეთი და ჩინეთი იქიდან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამერიკას შეუძლია იმ რეგიონიდან რუსეთის და ჩინეთის გაძევება.
თეთრი სახლის ლიდერი ნატოს მიმართავს, რათა ალიანსმა დანიის ხელისუფლებას უთხრას, გრენლანდიიდან რუსეთი და ჩინეთი გააძევოს.
„ნატო: უთხარი დანიას, ახლავე გაიყვანოს ისინი აქედან! ძაღლების ორი მარხილი ამას ვერ შეძლებს! მხოლოდ აშშ-ს შეუძლია!!!“, - წერს ტრამპი.
ამერიკელი ლიდერი პოსტს ურთავს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ გასულ წელს დანიის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთსა და ჩინეთს გრენლანდიისა და არქტიკის მიმართ საკუთარი სამხედრო მიზნები აქვთ.