1783443332
უცხოეთი
ტრამპი – გრენლანდია შეერთებულმა შტატებმა უნდა აკონტროლოს და არა დანიამ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ მას სურს, გრენლანდია შეერთებულმა შტატებმა გააკონტროლოს. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებას CNN-ი ციტირებს.
ტრამპის თქმით, ამერიკის უსაფრთხოებისთვის გრენლანდიას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ნატოსთან კავშირებს დააზარალებს.
მანვე აღნიშნა, რომ დანია გრენლანდიაში საკმარის ინვესტიციებს არ დებს და კუნძულის მდებარეობა მას სულ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რადგან ჩინეთი და რუსეთი აფართოებენ თავიანთ წარმომადგენლობას არქტიკაში.
„გრენლანდია დანიას არ ეხმარება, დანია არ ხარჯავს ფულს გრენლანდიის რეალურად დასახმარებლად, მაგრამ ის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. გრენლანდია შეერთებულმა შტატებმა უნდა აკონტროლოს და არა დანიამ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.