ტრამპი: ღაზაში საერთაშორისო ძალები ძალიან მალე განლაგდებიან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ღაზაში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების „ძალიან მალე“ განლაგებას ელის.
ღაზაში მრავალეროვნული ძალების განლაგება, რომელთა რიგებშიც, სავარაუდოდ, ეგვიპტის, კატარის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯარები იქნებიან, ღაზას მართვასთან დაკავშირებით ტრამპის ომის შემდგომი გეგმის ნაწილს წარმოადგენს.
ამ გეგმამ ოქტომბერში ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის არასტაბილური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა უზრუნველყო.
„ეს [ძალების განლაგება] ძალიან მალე მოხდება. და ღაზა ძალიან კარგად მუშაობს“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამ საერთაშორისო ძალამ ეგვიპტისა და იორდანიის მხარდაჭერით უნდა გაწვრთნას და მხარი დაუჭიროს ღაზას სექტორში პალესტინელ პოლიციელებს. ისინი ასევე უზრუნველყოფენ სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოებას და „ჰამასისთვის“ იარაღის კონტრაბანდის აღკვეთას.