Loading data...
ტრამპი: განსხვავება ერაყსა და ვენესუელას შორის ის არის, რომ ბუშმა ნავთობი არ შეინარჩუნა - ჩვენ ნავთობს შევინარჩუნებთ

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ერაყში აშშ-ის ჩარევასა და ვენესუელაში ჩატარებულ ოპერაციას შორის პარალელები უარყო. 

ტრამპის განცხადებით, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მისი ადმინისტრაცია ვენესუელაში ნავთობის შენარჩუნებას გეგმავს.

„განსხვავება ერაყსა და ამ [შემთხვევას] შორის ის არის, რომ [ჯორჯ ბუშმა] ნავთობი არ შეინარჩუნა. ჩვენ კი ნავთობს შევინარჩუნებთ. 2016 წელს ვამბობდი, რომ ნავთობი უნდა შეგვენარჩუნებინა. ამას დიდი აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რა გაეწყობა, ნავთობი ნამდვილად უნდა შეგვენარჩუნებინ. ჩვენ მათი მწყობრიდან გამოსული ნავთობობიექტების აღდგენას ვაპირებთ და ამჯერად ნავთობს ჩვენ დავიტოვებთ“, - აცხადებს დონალდ ტრამპი