Loading data...
ტრამპი - ევროპას აქვს მიგრაციისა და ენერგეტიკის უზარმაზარი პრობლემები, ეს მძიმე კომბინაციაა, ევროპა ფრთხილად უნდა იყოს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპით იმედგაცრუებულია.

ტრამპის თქმით, მას უყვარს ევროპა და ევროპელი ხალხი, თუმცა ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ.

„ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ევროპას, თუმცა ევროპა ფრთხილად უნდა იყოს. ბევრი ამბობს, რომ ევროპა საკუთარ თავს აღარ ჰგავს მიგრაციასა და ენერგეტიკის სექტორში. ძალიან ბევრი პოტენციალი აქვთ. თქვენ უნდა გამოიმუშაოთ ფული ენერგეტიკის სფეროში და არა – დაკარგოთ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მე მიყვარს ევროპა, მიყვარს ევროპელი ხალხი და ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. არსებობს გარდამტეხი მომენტი, გაქვთ მიგრაციის უზარმაზარი პრობლემები, გაქვთ უზარმაზარი ენერგეტიკული პრობლემები, ეს მძიმე კომბინაციაა“, – განაცხადა ტრამპმა.