1768840276
უცხოეთი
ტრამპი: ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთ-უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს და არა გრენლანდიაზე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპამ გრენლანდიის ნაცვლად უკრაინაში ომზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ამის შესახებ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ ევროპის ქვეყნებს ტარიფებს „100%-ით“ დაუწესებს.
„ევროპამ რუსეთ-უკრაინის ომზე უნდა იყოს ფოკუსირებული, რადგან, სიმართლე გითხრათ, ხედავთ სანამდე მიიყვანა ისინი ამან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.