„ტრამპი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც აქვს ძალა, დააბრუნოს მშვიდობა ცენტრალურ ევროპაში“ - სიარტომ რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააგრძელებს ძალისხმევას უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიარტოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ახლახან მქონდა ხანგრძლივი საუბარი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, რომლის დროსაც მადლობა გადავუხადე მას დონალდ ტრამპისა და აშშ-ის მთავრობის სამშვიდობო ძალისხმევისთვის. ტრამპი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც აქვს ძალა, დააბრუნოს მშვიდობა ცენტრალურ ევროპაში და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს მის მისიას“, - დაწერა სიარტომ სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი თქმით, რუბიომ დაარწმუნა, რომ ტრამპი არ დანებდება, რაც „რეალურ იმედს იძლევა, რომ ეს დამანგრეველი ომი საბოლოოდ დასრულდება“.
Just had a long call with @SecRubio, where I thanked him for the peace efforts of @realDonaldTrump and the US government.
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) September 11, 2025
Trump is the only leader with the strength to bring peace back to Central Europe, and unlike some European politicians, Hungary stands firmly behind his… pic.twitter.com/PrjiaBDiCk