1768596243
უცხოეთი
ტრამპი: ძალიან ვაფასებ, რომ ირანის ხელმძღვანელობამ ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა გააუქმა, ამისთვის მადლობა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ხელმძღვანელობას აქციის მონაწილეთა დაგეგმილი ჩამოხრჩობის გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ირანის ხელმძღვანელობამ გააუქმა ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა, რომლებიც გუშინ უნდა განხორციელებულიყო (800-ზე მეტი). მადლობა ამისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი.