Loading data...
ტრამპი „დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვას „შეცდომას უწოდებს და აცხადებს, რომ პუტინი მხოლოდ მას ელაპარაკება

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი „დიდი რვიანიდან“ რუსეთის ფედერაციის გარიცხვას შეცდომას უწოდებს. 

ტრამპის თქმით, რუსეთის გარიცხვა ბარაკ ობამას შეცდომა იყო. 

„ადრე „დიდი შვიდეული“ „დიდი რვიანი“ იყო. ბარაკ ობამასა და ტრუდოს არ სურდათ, რომ რუსეთი ჯგუფში ყოფილიყო. ვიტყოდი, რომ ეს შეცდომა იყო. რადგან ვფიქრობ, ახლა ომი არ იქნებოდა, რუსეთი რომ წევრი იყოს და ოთხი წლის წინ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ კრემლის ლიდერი მხოლოდ მას ესაუბრება. 

„პუტინი მე მელაპარაკება, სხვას არავის ელაპარაკება, რადგან ის განაწყენდა, როცა G8-დან გარიცხეს, რასაც ნებისმიერი სხვაც იზამდა“, - აცხადებს დონალდ ტრამპი