1754924459
უცხოეთი
ტრამპი: დღეს ვაშინგტონი გათავისუფლდება! დანაშაული, სისასტიკე, სიბინძურე და ნაძირალები გაქრებიან!

დღეს ვაშინგტონი გათავისუფლდება! დანაშაული, სისასტიკე, სიბინძურე და ნაძირალები გაქრებიან! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„კვლავ ვაქცევ ჩვენს დედაქალაქს დიდებულ ადგილად! უდანაშაულო ადამიანების უმოწყალოდ მოკვლის ან დაზიანების დღეები დასრულდა! მე სწრაფად მოვაგვარე საზღვრის პრობლემა. ვაშინგტონი შემდეგი მიზანია“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.