Loading data...
ტრამპი დავოსში - სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ

„სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრამდე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„დღეს, როგორც იცით, მე და პრეზიდენტი [ზელენსკი] ამაზე ვისაუბრებთ. დღეს ან ხვალ პრეზიდენტ პუტინს შევხვდებით. ვფიქრობ, ისინი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან. ვფიქრობ, ისინი ახლოს არიან. ბევრი ადამიანი იღუპება. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. 

ინფორმაციისთვის, დავოსში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს.

აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოვა.

ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ის ერთ საკითხამდე დაიყვანეს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ეს თემა ერთ საკითხამდე დავიყვანეთ და ამ საკითხის მოგვარების ვარიანტები განვიხილეთ. თუ ამ საკითხის მოგვარება ორივე მხარეს სურს, მაშინ ამას სრულად მოვაგვარებთ“, - განაცხადა უიტკოფმა.