ტრამპი: ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გავარკვიოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ღაზას სექტორში სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ის უკრაინაში ომის მოგვარებას აპირებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კერძოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა ირანთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. თუმცა, მისივე თქმით, მანამდე აუცილებელია „რუსეთთან ურთიერთობის გარკვევა“.
„ეს შესანიშნავი იქნებოდა, არა? მაგრამ ჯერ რუსეთთან უნდა ვიმუშაოთ. თუ წინააღმდეგი არ ხარ, სტივ [აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი], რუსეთზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამას მოვაგვარებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მოგვარება გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის და აღნიშნა, რომ საპირისპირო აზრი ჰქონდა.