ტრამპი: ჩვენ გვსურს ირანთან საუბარი, მაგრამ არავინ გვყავს მოსალაპარაკებლად
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარეს სურს ირანთან საუბარი, მაგრამ „არავინ ჰყავს, ვისთანაც მოლაპარაკება შეუძლია“.
აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ განადგურებული ირანული სამიზნეების - საზღვაო ძალების, საჰაერო ძალების, რადარის სადგურების - ჩვეული ჩამონათვალის შემდეგ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ ირანელი ლიდერები „ყველა განადგურებულია“.
„ახლა იქ ლიდერობა აღარავის სურს. ჩვენ მათთან საუბარი გვინდა, მაგრამ არავინ გვყავს მოსალაპარაკებლად. ასე მოგვწონს“, - განაცხადა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ დაიკვეხნა ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის განადგურებით და მიანიშნა, რომ ახალმა უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ შესაძლოა, ფიზიკურად ვერ შეძლოს ქვეყნის ხელმძღვანელობა მას შემდეგ, რაც ის ომის დასაწყისში, 28 თებერვალს, დარტყმების შედეგად დაშავდა, მამამისი კი დაიღუპა.