Loading data...
ტრამპი: ჩვენ გვაქვს ახლო აღმოსავლეთში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, ისინი მალე გათავისუფლდებიან

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.

„ჩვენ გვაქვს ახლო აღმოსავლეთში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება. ისინი მალე გათავისუფლდებიან. გმადლობთ!”, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.