1744263032
უცხოეთი
ტრამპი: ჩინეთს სურს შეთანხმების დადება, ჩინელები ამაყი ხალხია, პრეზიდენტი სი ძინპინი ამაყი კაცია

„ჩინეთს შეთანხმების დადება სურს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი „ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანია მსოფლიოში“.
„სი არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს, მას უყვარს თავისი ქვეყანა. ჩინეთს სურს შეთანხმების დადება. მათ, უბრალოდ, არ იციან, როგორ მიუდგნენ ამას. იცით, ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც მათ ბოლომდე არ იციან – ჩინელები ამაყი ხალხია. პრეზიდენტი სი ძინპინი ამაყი კაცია. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. მათ არ იციან, ზუსტად როგორ მიუდგნენ ამას. მაგრამ ისინი მიხვდებიან. ისინი მიხვედრის პროცესში არიან, მაგრამ მათ შეთანხმების დადება სურთ“, - განაცხადა ტრამპმა.