Loading data...
ტრამპი: ჩინეთი სამართლიანად მოგვექცა, პრეზიდენტ სის დიდი თაყვანისმცემელი ვარ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან დაპირისპირების კონტექსტში ჩინეთის პოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოფიციალური პეკინი ვაშინგტონს სამართლიანად მოექცა.

ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსის გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან გამართული მოლაპარაკებების დროს თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ირანს სამხედრო აღჭურვილობას არ უგზავნის.

„ვფიქრობ, ჩინეთი სამართლიანად მოგვექცა. როცა პრეზიდენტ სისთან ვიყავი, ვუთხარი: „იმედი მაქვს, რომ თქვენ ომში არ შეხვალთ. ჩვენ ეს არ გვსურს“. ის ნავთობის 50%-ზე მეტს ჰორმუზის სრუტით იღებს. ის ომში არ ჩართულა. მას [ირანი] არასდროს მოუმარაგებია აღჭურვილობით. სი დიდებულია. პრეზიდენტ სის დიდი თაყვანისმცემელი ვარ“, - განაცხადა ტრამპმა.