Loading data...
ტრამპი: ჩინეთი ძალიან ბედნიერია, რომ სამუდამოდ ვხსნი ჰორმუზის სრუტეს, ისინი დათანხმდნენ, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი „ძალიან ბედნიერია“, რომ აშშ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე მუშაობს და დათანხმდა, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნის.

„ჩინეთი ძალიან ბედნიერია, რომ სამუდამოდ ვხსნი ჰორმუზის სრუტეს. ამას მათთვისაც ვაკეთებ და მთელი მსოფლიოსთვისაც. ეს სიტუაცია აღარასდროს განმეორდება. ისინი დათანხმდნენ, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნიან“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მაისში პეკინში დაგეგმილი ვიზიტის დროს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინისგან „მხურვალე ჩახუტებას“ ელის. 

„პრეზიდენტი სი ძინპინი რამდენიმე კვირაში, როცა იქ ჩავალ, მხურვალედ ჩამეხუტება. ჩვენ ერთად ჭკვიანურად და ძალიან კარგად ვმუშაობთ! განა ეს ბრძოლას არ ჯობია??? მაგრამ გახსოვდეთ, ჩვენ ძალიან კარგები ვართ ბრძოლაში, თუ საჭიროა - ბევრად უკეთესები, ვიდრე ნებისმიერი სხვა!!!“, - დაწერა ტრამპმა.