Loading data...
ტრამპი: ჩემი საყვარელი საქმიანობა ირანის ნავთობის მოპოვებაა, ზოგი სულელი კი მეკითხება - „რატომ აკეთებ ამას?“, ისინი სულელები არიან

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება სურს და შესაძლოა, ხარგის კუნძულიც დაიკავოს, რომელიც საწვავის მთავარი საექსპორტო ჰაბია.

ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი „უპირატესი არჩევანი ნავთობის მიღებაა“. 

როგორც მედიასაშუალება წერს, პრეზიდენტმა ტრამპმა, ეს შესაძლო ნაბიჯი შეადარა ვენესუელას, სადაც აშშ აპირებს ნავთობის ინდუსტრიაზე „უსასრულოდ“ კონტროლის დამყარებას. 

„გულახდილად გეტყვით, ჩემი საყვარელი საქმიანობა ირანის ნავთობის მოპოვებაა. ამერიკაში ზოგი სულელი კი მეკითხება: „რატომ აკეთებ ამას?“, ისინი სულელები არიან“,- განაცხადა ტრამპმა.