Loading data...
ტრამპი: ჩემი ადმინისტრაციის ისტორიული ძალისხმევის ფარგლებში, რომლის მიზანია თაღლითობის აღმოფხვრა და მასობრივი არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ხელი მოვაწერე ახალ ბრძანებას

ჩემი ადმინისტრაციის ისტორიული ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს თაღლითობის აღმოფხვრას და მასობრივი არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერე ახალ, ძლიერ აღმასრულებელ ბრძანებას,  - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული ბრძანების აღსრულებას სახაზინო დეპარტამენტი უხელმძღვანელებს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, არალეგალი მიგრანტები და უცხოელი თაღლითები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს იპარავენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისგან და განკარგულების მიზანია, შეჩერდეს ბანკების, საკრედიტო ბარათებისა და ფინანსური ინსტიტუტების გამოყენება ადამიანების კონტრაბანდის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, არალეგალური იმიგრაციისა და იმ კრიმინალური კარტელების ხელშეწყობისთვის, რომლებიც ამ საქმიანობებს ორგანიზებას უწევენ.

„საბანკო ანგარიშები, რომლებიც არალეგალური იმიგრაციის ხელშეწყობისთვის ან არალეგალური იმიგრანტების მიერ მიღებული სოციალური დახმარების შესანახად გამოიყენება, დაიხურება, ხოლო სახსრები საბოლოოდ დაექვემდებარება დაყადაღებას და ჩამორთმევას, რათა ისინი გადასახადის გადამხდელებს დაუბრუნდეს.

ეს აბსურდული არ არის, ეს უკიდურესად საშიშია, რომ ნებისმიერ არალეგალ უცხოელს შეუძლია, უბრალოდ წარადგინოს „ლურჯი შტატის“ მართვის მოწმობა ან ბაიდენის პერიოდის სასაზღვრო დოკუმენტი და მიიღოს შეუზღუდავი წვდომა აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე. ეს, ასევე, არის მკაფიო გზავნილი საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის საწინააღმდეგო არეულობის მონაწილეებისთვის - თქვენი ძალადობრივი ქმედებები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას.

ჩემი აღმასრულებელი ბრძანება ასევე მოგვცემს საშუალებას, შევაჩეროთ მილიარდობით დოლარის გადინება ჩვენი ქვეყნიდან სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობის გზით. ითქვა, რომ ეს ზომა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ყველაზე ეფექტური საშუალება ბაიდენის „სასაზღვრო შეჭრის“ შესაჩერებლად. მალე გავიგებთ!“ - წერს ტრამპი.