1762146341
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემას ამ ეტაპზე არ განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ ეტაპზე უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰაკვის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ განიხილავს.
„არა, სინამდვილეში არა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, შემდგომ კი დასძინა, რომ შესაძლოა, გადაიფიქროს.
ინფორმაციისთვის, „ტომაჰავკების“ მოქმედების რადიუსი 1 250-დან 2 500 კილომეტრამდეა.
17 ოქტომბერს, თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ თავშეკავებულად უყურებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდების პერსპექტივას.
„ტომაჰავკები“ ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენც გვჭირდება, მათ დეფიციტს ვერ შევქმნით“, - აღნიშნა ტრამპმა.