Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის გამო „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების დეფიციტი შეიქმნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის გამო „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების დეფიციტი შეიქმნა. 

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ მისმა წინამორბედმა ჯო ბაიდენმა უკრაინას „ტომაჰავკის“ რაკეტები და ასობით მილიარდი დოლარი გადასცა. 

ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მორიგ ჯერზე გააკრიტიკა. 

„მათ {უკრაინა}  უზარმაზარი რაოდენობით „პეტრიოტები“, „ტომაჰავკები“ და ყველაფერი მისცეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.