Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინელების 82% სამშვიდობო შეთანხმებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინელების 80%-ზე მეტი „მოითხოვს შეთანხმებას“, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში ბიზნესლიდერებთან მრგვალი მაგიდის დისკუსიის დროს განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებების პროცესში „რეალისტი უნდა იყოს“. მან ასევე აღნიშნა, რომ „დაინტერესებულია“ იმით, თუ როდის ჩატარდება შემდეგი არჩევნები უკრაინაში.

მართლა მაინტერესებს, რამდენი ხანი დასჭირდებათ მათ არჩევნების ჩასატარებლად? ეს დემოკრატიაა. დიდი ხანია, არჩევნები არ ჩაუტარებიათ. ეს არის უამრავი ადამიანის დაკარგვა. და, იცით, თუ გამოკითხვებს გადახედავთ, ვიტყოდი, რომ ადამიანების 82% [სამშვიდობო] შეთანხმებას ითხოვს“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „უკრაინელ ხალხს შეთანხმების მიღწევა სურს“.

„მესმის, რომ ისინი ყოველ კვირას ათასობით ადამიანს კარგავენ. მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.