1778649012
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულება ძალიან ახლოსაა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დასასრულს უახლოვდება.
თეთრი სახლის ლიდერს მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება მიღწეული იქნება.
„ნამდვილად ვფიქრობ, რომ უკრაინაში ომის დასრულება ძალიან ახლოსაა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ.
ინფორმაციისთვის, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქმე კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის.