Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ UFC-ის პრეზიდენტს დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტს დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს. 

„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ დიდებულ დანა უაითს, მრისხანე მებრძოლსა და მეომარს, შევთავაზეთ შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა.

მე ვთხოვე მას, თან წამოიყვანოს ასისტენტები: ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნესი და კეილა ჰარისონი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნიდან არ არის. ეს ხალხი გვჭირდება, რათა გიჟი მემარცხენეებისგან დაგვიცვან. დანა იქნება ისეთი პრესმდივანი, როგორიც არავინ ყოფილა. გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს“, - აცხადებს ტრამპი.