Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლში მესამე ვადით დაბრუნების იდეაზე არ ხუმრობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მესამე ვადით დაბრუნების იდეას არ უარყოფს და აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ხუმრობს. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. 

„არა, არ ვხუმრობ, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი. ბევრ ადამიანს სურს, რომ ეს გავაკეთო. მაგრამ, მე ვეუბნები მათ, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. არსებობს მეთოდები, რომლითაც ამის გაკეთება შეიძლება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.