1741888079
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ სურს პუტინთან შეხვედრა, რათა ომის სწრაფად დასრულების საკითხი განიხილოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, რათა ომის სწრაფად დასრულების საკითხი განიხილოს.
„მე სიამოვნებით შევხვდებოდი და დაველაპარაკებოდი, ჩვენ ეს სწრაფად უნდა დავასრულოთ“, - აცხადებს ტრამპი.
როგორც ცნობილია, პუტინმა განაცხადა, რომ ის „თანხმდება “ აშშ-ის წინადადებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ამან უნდა გამოიწვიოს „გრძელვადიანი მშვიდობა“.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინა დათანხმდა ცეცხლის დაუყოვნებლივ 30-დღიან შეწყვეტას, თუ რუსეთიც იგივე ნაბიჯს გადადგამს.