Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ სი ძინპინმა მას ტარიფებთან დაკავშირებით დაურეკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა მას ტარიფებთან დაკავშირებით დაურეკა. ამის შესახებ ტრამპმა 22 აპრილს The Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. 

აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების აუცილებლობაში დარწმუნებულია.

„ობლიგაციების ბაზარი ნერვიულობდა, მაგრამ მე სიმშვიდე შევინარჩუნე“, - განაცხადა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ აშშ-ს ერთი წლის შემდეგაც ექნება უცხოურ იმპორტზე 50%-მდე ტარიფები, ეს „სრული გამარჯვება“ იქნება. 

მისი თქმით, სი ძინპინმა დაურეკა და მისი ადმინისტრაცია აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინელებთან შეთანხმების მისაღწევად. 

„არა მგონია, რომ ეს მისი მხრიდან სისუსტის ნიშანი იყოს“, - განაცხადა ტრამპმა სატელეფონო საუბრის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მოელის, რომ შეთანხმებების სრული სია მომდევნო სამ-ოთხ კვირაში გამოცხადდება.