Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ რუსული დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, შესაძლოა, შეცდომა იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული დრონები, შესაძლოა, შეცდომით შეიჭრნენ პოლონეთში. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლიდან ნიუ-იორკში გამგზავრებისას განუცხადა.

„შესაძლოა, ეს შეცდომა ყოფილიყო. თუმცა მიუხედავად ამისა, მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც მთელ ამ სიტუაციასთან არის დაკავშირებული, მაგრამ, იმედია, ეს დასრულდება“, - განაცხადა ტრამპმა.

ინფორმაციისთვის, რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შემდეგ ნატო თავდაცვას აძლიერებს. 

10 სექტემბრის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია.