Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე დაწესებული ამერიკული სანქციებისგან უნგრეთის გათავისუფლების საკითხს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსული ნავთობისა და გაზის სანქციებისგან უნგრეთის გათავისუფლების შესაძლებლობას „განიხილავს“.

ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, მისცემს თუ არა უნგრეთს რუსულ ნავთობსა და გაზზე დაწესებული ამერიკული სანქციებისგან გათავისუფლების შესაძლებლობას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას განვიხილავთ, რადგან მისთვის ძალიან რთულია ნავთობისა და გაზის სხვა ტერიტორიებიდან მოპოვება. როგორც იცით, ისინი ზღვაზე გასასვლელის არმქონე არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, დიდი ქვეყანა, მაგრამ ზღვაზე გასასვლელის არმქონე. მათ პორტები არ აქვთ. ამიტომ მათ რთული პრობლემა აქვთ“, - აღნიშნა ტრამპმა.