ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის შეთანხმებასთან დაკავშირებით საკუთარი, საბოლოო ვადა აქვს

თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის შეთანხმებასთან დაკავშირებით მას საკუთარი, საბოლოო ვადა აქვს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს ნორვეგიის პრემიერთან შეხვედრამდე განუცხადა.
„მე მაქვს ჩემი საკუთარი, საბოლოო ვადა. ორივე მხარეს უნდა მშვიდობა, მაგრამ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. მინდა, გადავარჩინო 5 000 ახალგაზრდა ადამიანი. დაახლოებით 5 000 ახალგაზრდა ადამიანი იღუპება ყოველკვირეულად“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ინფორმაციისთვის, 24 აპრილს, ღამით უკრაინის ქალაქებზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანეს.
ომის 1156-ე დღეს, მოსკოვმა ისევ დაბომბა კიევი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 9 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა.