Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ „რესპუბლიკელებმა“ შუალედურ არჩევნებში უნდა გაიმარჯვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას „დემოკრატები“ იმპიჩმენტს მოუწყობენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ „რესპუბლიკელები“ კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებენ, მას „დემოკრატები“ იმპიჩმენტს მოუწყობენ. 

„თქვენ {რესპუბლიკელები} უნდა მოიგოთ შუალედური არჩევნები, რადგან თუ ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ, ისინი {დემოკრატები} იპოვიან მიზეზს ჩემი იმპიჩმენტისთვის და მე იმპიჩმენტს გამომიცხადებენ“, - განაცხადა ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას. 

ტრამპმა დასძინა, დარწმუნებულია, რომ „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ შუალედურ არჩევნებში. 

აშშ-ში შუალედური არჩევნები 2026 წლის ნოემბერში გაიმართება.