Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა და კონფლიქტი მალე მოგვარდება

ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ კითხვები დაუსვეს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ფიქრობს, რომ კონფლიქტი მოგვარდება.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ მას მოვაგვარებთ, იმედია მალე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ 8 ივლისს, ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს გამართავს.