1770182272
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ პუტინმა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების დროებით შეწყვეტის შესახებ თავისი სიტყვა შეასრულა
ენერგეტიკული ზავის გახანგრძლივების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი სიტყვა შეასრულა და ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის ქალაქები არ დაბომბა.
„პაუზა კვირიდან კვირამდე გაგრძელდა. ის დასრულდა და პუტინმა გუშინ ღამით უკრაინელებს მძიმე დარტყმა მიაყენა. მან თავისი სიტყვა შეასრულა. ერთი კვირა დიდი დროა“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
29 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადად სთხოვა ვლადიმერ პუტინს 1-ელ თებერვლამდე თავი შეეკავებინა კიევზე დარტყმებისგან.