Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს დაარღვევენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატოს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს დაარღვევენ. 

„დიახ, ვეთანხმები“, - განაცხადა ტრამპმა დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც უნდა ჩამოაგდონ თუ არა ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს არღვევენ.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერს არ დაუკონკრეტებია შეუერთდება თუ არა შეერთებული შტატები საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების ძალისხმევებს.

„გარემოებებზეა დამოკიდებული. იცით, ჩვენ ძალიან მტკიცედ ვართ განწყობილნი ნატოს მიმართ“, - განაცხადა ტრამპმა.