Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია მოსკოვში გაგზავნოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ამერიკული დელეგაცია მოსკოვში გაგზავნოს.

პრესასთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, მზად არის თუ არა, ომის შესაძლო მოგვარების განსახილველად რუსეთში მომპალარაკებელთა გუნდი გაგზავნოს.

საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ასეთ სცენარს არ გამორიცხავს.

„ამას გავაკეთებდი. ძალიან მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების შესაძლო ფორმატთან, ან დელეგაციის პოტენციურ შემადგენლობასთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გაამხილა.

ტრამპმა ასევე ყურადღება გაამახვილა ომის ორივე მხარეს დაღუპულთა რაოდენობაზე.

„ძალიან მინდა ვნახო რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულება, სადაც გასულ თვეში 25 000 ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა და ეს თვეში საშუალოდ 25 000-დან 30 000-მდე ჯარისკაცია“, - აღნიშნა მან.