1773394531
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაინტერესებული აღარ არის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებით დაინტერესებული აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ვადის დასაწყისში მისთვის ღიად იბრძოდა.
პრეზიდენტი ასევე არ არის დარწმუნებული, თუ როგორ იმოქმედებს ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი მის მომავალ შანსებზე, მიიღოს ნობელის პრემია.
გამოცემა The Washington Examiner-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ „წარმოდგენა არ აქვს“, დაეხმარება, თუ არა ირანთან კონფლიქტი, „მიაღწიოს საწადელს“ ნობელის კომიტეტთან მუშაობის თვალსაზრისით.
„არ ვიცი. ეს არ მაინტერესებს“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.