ტრამპი აცხადებს, რომ მისმა ქმედებებმა ნატო გააძლიერა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისმა ქმედებებმა ნატო გააძლიერა.
ტრამპმა რუტეს შეხვედრისას განუცხადა, რომ მისმა ქმედებებმა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, სამხედრო ალიანსი „გაძლიერდა“.
ნატო ბევრად გაძლიერდა ჩემი ქმედებების წყალობით. ნატო ძლიერდება“, - აცხადებს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, შეაქო ნატოს გენერალური მდივანი „ძალიან კარგი მუშაობისთვის“.
მისი თქმით, ნატოს გენერალურ მდივნად სწორი ადამიანი აირჩიეს.
„დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა. მათ აირჩიეს შესანიშნავი ადამიანი, ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რადგან სტოლტენბერგი ნამდვილად შესანიშნავი იყო და წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ გიჭერდი მხარს. მათ ჰყავდათ სხვა ადამიანი, რომელიც არ მომწონდა. თქვენ იცით, რაზეც ვსაუბრობ. მე ვთქვი, რომ აი, ეს არის სწორი ადამიანი ამისთვის. ის იყო ნიდერლანდების შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი, მან შესანიშნავად შეასრულა სამუშაო და ახლაც იმავეს აკეთებს“, - განაცხადა ტრამპმა.