Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ მისი მუქარის შემდეგ ესპანეთმა „დიდი გულუხვობა“ გამოიჩინა - „ესპანეთი სრულ დათმობაზე წავიდა“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე მის მიერ ესპანეთისთვის სავაჭრო ემბარგოს დაწესების მუქარის შემდეგ, ესპანეთმა „დიდი გულუხვობა“ გამოიჩინა. ტრამპის განცხადებას Bloomberg-ი ციტირებს. 

ტრამპის თქმით, მისი მუქარის შემდეგ ესპანეთი თავდაცვის ხარჯების გაზრდას დათანხმდა, თუმცა ტრამპს დეტალებზე არ უსაუბრია. 

„ასე ვიტყოდი, პრობლემები მქონდა და დღესაც მაქვს. თუმცა, დღეს ესპანეთი სრულ დათმობაზე წავიდა. ვუთხარი, რომ სავაჭრო ურთიერთობებს შევწყვეტდი. მათ შეასრულეს მოთხოვნა მნიშვნელოვანი გადახდების შესახებ. თუ ასე არ მოიქცეოდნენ, ჩვენ მათთან საუბარს შევწყვეტდით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. 

პრეზიდენტს ტრამპს არ უსაუბრია იმის შესახებ, თუ ვისთან ჰქონდა მას დიალოგი. 

„იცით, დღეს ესპანეთმა დიდი გულუხვობა გამოიჩინა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ინფორმაციისთვის, 8 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთთან ყველანაირი ვაჭრობა უნდა შეწყდეს.

ტრამპმა ესპანეთს „ნატოს საშინელი მოკავშირე“ უწოდა.