1779210898
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ მას საკმარისი დრო არ აქვს, რათა კვლავ განმარტოს ირანთან ომის მიზეზები - „ირანთან ომი აშშ-ში პოპულარულია“
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი გამოკითხვების შედეგების მიუხედავად, ირანთან ომი არაპოპულარული არ არის. ინფორმაციის cbsnews-ი ავრცელებს.
„ყველა მეუბნება, რომ ეს არაპოპულარულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან პოპულარულია“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
როგორც ამერიკული მედია წერს, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელების აზრი იცვლება მაშინ, როდესაც ის მათ უხსნის, რომ დაუშვებელია ირანს ატომური იარაღი ჰქონდეს, რომელსაც პოტენციურად შეეძლება ლოს-ანჯელესის ან შეერთებული შტატების სხვა დიდი ქალაქების დაზიანება.
„იცით, როდესაც ამას ხალხს ვუხსნით, უბრალოდ დრო არ მყოფნის, რომ ეს ბოლომდე გავაკეთო. ძალიან დაკავებული ვარ იმით, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანო“, - დასძინა ტრამპმა.