Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ მან და სი ძინპინმა „ბევრი პრობლემა გადაჭრეს, რომელთა გადაჭრაც სხვა ადამიანებს არ შეეძლოთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ჩინელ კოლეგასთან სი ძინპინთან ერთად ირანში ომის დასრულების შესახებ ისაუბრა. თეთრი სახლის ლიდერს Sky News-ი ციტირებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს მან და სი ძინპინმა „ბევრი სხვადასხვა პრობლემა გადაჭრეს, რომელთა გადაჭრაც სხვა ადამიანებს არ შეეძლოთ“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ დისკუსიების ნაწილი ირანის საკითხს შეეხო.

„აშშ-სა და ჩინეთს ირანის ომთან დაკავშირებით ერთმანეთის მსგავსი შეხედულებები აქვთ. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ [ირანს] ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, - განაცხადა ტრამპმა. 

ტრამპმა აღნიშნა, რომ ორივე მხარეს სურს ჰორმუზის სრუტის გახსნა. 

„ისინი ცოტა გიჟები არიან და ეს ცუდია“, - დასძინა ტრამპმა.

ინფორმაციისთვის, მანამდე კი, დონალდ ტრამპმა სი ძინპინს „ძველი მეგობარი“ უწოდა.