Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ კუბაში ნავთობის მიწოდებას არ შეუშლის ხელს, მათ შორის არც რუსეთიდან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კუბაში ნავთობის მიწოდებას არ შეუშლის ხელს, მათ შორის არც რუსეთიდან. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავ Air Force One-ის ბორტზე განუცხადა. 

„პუტინი ამით ბევრს არ კარგავს, მხოლოდ ერთ ნავთობტანკერს, სულ ეს არის. კარგია, თუ მას ეს სურს და თუ სხვა ქვეყნებსაც სურთ ამის გაკეთება, ეს მე დიდად არ მაწუხებს. გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა კუბა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ ქვეყნის რეჟიმი დაეცემა“. 

„მიიღებენ თუ არა ერთ ნავთობთანკერს, ამას მნიშვნელობა არ ექნება. მირჩევნია, შევუშვა – იქნება ეს რუსეთი თუ სხვა ვინმე, რადგან ხალხს სითბო და გაგრილება სჭირდება“, – დასძინა ტრამპმა.