ტრამპი აცხადებს, რომ კანადის მიერ პალესტინის აღიარების მზადყოფნა სავაჭრო მოლაპარაკებებს დააზარალებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მზადყოფნა კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებს გაართულებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე აღნიშნა.
ტრამპმა განაცხადა, რომ კანადის მხარდაჭერა პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების მიმართ უარყოფითად იმოქმედებს შეერთებულ შტატებთან სავაჭრო მოლაპარაკებებზე.
„კანადამ ახლახან განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს პალესტინის სახელმწიფოებრიობას. ეს ძალიან გაართულებს მათთან სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებას“, - წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
კარნიმ აღნიშნა, რომ კანადა შეუერთდება საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს და პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს.
საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში აპირებენ.