1783500907
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი დასრულებულია
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რეგიონში დარტყმების სერია განხორციელდა, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი დასრულებულია.
„მათთან [ირანელებთან] ურთიერთობას დროის კარგვად ვთვლი“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, თეთრი სახლის ლიდერმა ირანი „ბოროტ და ავადმყოფ ადამიანებად“ მოიხსენია.
ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები დროს კარგავს ირანთან მოლაპარაკებებზე და მას სურს „საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატიური გზის გაგრძელებას შეეცადოს.
„ჩვენ უნდა მოვაშოროთ მათ ეს კიბო და იცით, რა უნდა გააკეთოთ? კიბო ადრეულ ეტაპზე უნდა ამოვკვეთოთ. სწორედ ასე ვგრძნობ თავს“, - აღნიშნა ტრამპმა.