ტრამპი აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა მის მიზნებს შორის არ ყოფილა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში რეჟიმის შეცვლა მის მიზნებს შორის არ ყოფილა. თუმცა, ტრამპის თქმით, რეჟიმის შეცვლა მაინც მოხდა, რადგან თავდაპირველი ლიდერები მკვდრები არიან.
მისი თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის ახალი ლიდერები „ნაკლებად რადიკალურები და ბევრად უფრო გონივრულები“ არიან, რადგან აშშ-ის ოფიციალური პირები შუამავლების მეშვეობით მუშაობენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე.
ტრამპმა განაცხადა ისიც, რომ თუ მხარეებს შორის შეთანხმება არ იქნება, ამერიკა ძალიან ძლიერად დაარტყამს მათ თითოეულ ელექტროსადგურს.
„თუ შეთანხმება არ იქნება, ჩვენ ძალიან ძლიერად და, სავარაუდოდ, ერთდროულად დავარტყამთ მათ ყველა ელექტროსადგურს“, - აღნიშნა ტრამპმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ს ჯერ არ დაურტყამს ირანის ნავთობის სექტორისთვის, რომელიც ქვეყანას გადარჩენის ან აღდგენის შესაძლებლობას დაუკარგავდა.
„ეს ყველაზე მარტივი სამიზნეა, რადგან ეს მათ გადარჩენის ან აღდგენის მცირე შანსსაც კი არ დაუტოვებდა“, - დასძინა ტრამპმა.