Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ოპერაცია „გრაფიკზე ადრე“ მიმდინარეობს - „საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში აშშ-ის ოპერაცია „გრაფიკზე ადრე“ მიმდინარეობს. ამის შესახებ მან CNBC-თან სატელეფონო კომენტარში განაცხადა.

„ძალიან სასტიკი რეჟიმია, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რეჟიმი. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ყველაფერი გრაფიკზე ადრეა. ამჟამად ყველაფერი ძალიან პოზიტიურად ვითარდება, ძალიან პოზიტიურად“, – აცხადებს ტრამპი. 

28 თებერვალს ტრამპმა ისრაელთან ერთად ირანზე ერთობლივი დარტყმა განახორციელა, რომლის შედეგადაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.

აიათოლას ლიკვიდაციის შემდეგ ირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა. 

ტრამპი ოპერაციას მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან აკონტროლებდა.