1774990316
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“ და ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონივრული“ და ნაკლებად „რადიკალიზებულია“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა დიდი ნაწილი აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.
„ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობთ. და ეს დასასრულს უახლოვდება“, - აღნიშნა ტრამპმა.